14:09 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 14:41:43, 1023 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე - პირველ რიგში, პასუხისმგებელი ვარ ქართველი ხალხის წინაშე

მე პასუხისმგებელი ვარ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე. როგორც პრეზიდენტი, მე ანგარიშს უნდა ვუწევდე იმას, რასაც ქართველი ხალხი გრძნობს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Украинская правда-სთან ინტერვიუში განაცხდა.

უკრაინელი ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ იწყალებს საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ  ქართველები ძალიან ჰუმანურები და ტოლერანტულები არიან, თუმცა მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა უნდა გადაიხადოს მისი რეჟიმის დროს ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულისთვის.

"მე პასუხისმგებელი ვარ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე. როგორც პრეზიდენტი, მე ანგარიშს უნდა ვუწევდე იმას, რასაც ქართველი ხალხი გრძნობს. ქართველმა ხალხმა სააკაშვილის რეჟიმის ცხრა წელი გამოიარა, რომელმაც მრავალი მსხვერპლი დატოვა. ეს არის საკითხი, რომელიც კვლავ ჰყოფს საქართველოს მოსახლეობას. ისეც არ არის, ქართველი ხალხი მიიჩნევდეს, რომ სააკაშვილი არ არის დამნაშავე. ისინი შეიძლება, არ ეთანხმებოდნენ იმას, რომ მას, შესაძლოა, ეპყრობოდნენ არა ისე, როგორც პრეზიდენტს უნდა ეპყრობოდნენ. ქართველები ძალიან ჰუმანურები, ძალიან ტოლერანტულები არიან, თუმცა მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა უნდა გადაიხადოს მისი რეჟიმის დროს ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულისთვის - შესაძლოა, არა პირადად მის მიერ, თუმცა მისი ხელმძღვანელობით. ასეთი შეგრძნებაა ზოგადად.

ამასთანავე, არის შეგრძნება, რომ საჭიროა, მასთან ღირსეულად მოპყრობა და გადაწყვეტილების მოძებნა. აღვნიშნავ, რომ ექსტრადირების მოთხოვნა არ ყოფილა. ყველაფერი ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა. შეწყალება მორალური საკითხია, რომელზეც მე პასუხისმგბელობა მეკისრება ადამიანების წინაშე, რომლებიც სხვადასხვანაირები არიან. თუმცა, მე ვმუშაობ დიპლომატიურ საზოგადოებასთან, ევროპაში ჩემი კავშირებით და ვცდილობ ვიმუშავო ხელისუფლებასთან გადაწყვეტილების მოსაძებნად, რომელიც უფრო მეტად იქნება იმის შესაბამისი, თუ როგორ უნდა ყოფილ პრეზიდენტთან მოპყრობა. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან რეაგირება ჯერ არ ყოფილა. მათ შეუძლიათ ექსტრადირების მოთხოვნაზე სხვადასხვანაირი რეაგირება, თუმცა მათ უნდა მოახდინონ რეაგირება. ისინი პასუხისმგებლები არიან ამ გადაწყვეტილებაზე“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ სააკაშვილის საკითხმა, შესაძლოა, უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობა დაანგრიოს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული ქვეყნების ურთიერთობები ამაზე მაღლა დგას.

„ვიმედოვნებ, რომ არა და ვფიქრობ, რომ არა. მიმაჩნია, რომ ჩვენი ურთიერთობები ამაზე მაღლა დგას. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რადგან ის ყოფილ პრეზიდენტს ეხება, თუმცა ისევ ვიტყვი, რომ ამ საკითხში პირველი მსაჯული არის ქართველი ხალხი, რომელმაც ის წლები გამოიარა. ქვეყნის ფარგლებს გარედან ყოველთვის ძალიან რთულია მსჯელობა იმაზე, როგორ აისახა ან არ აისახა ესა თუ ის რეჟიმი მოსახლეობაზე. ამიტომ, ეს ალბათ, ასევე გასათვალისწინებელია. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას“,- დასძინა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics