14:08 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 13:59:22, 580 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - 36 წლის გირჩელი წვიმიტიძის აქციას თსუ-ში დაარქვეს სტუდენტების აქცია - ეს ყველაფერი პარტიულად დაორგანიზებულია

რამდენიმე დღის წინ გაიმართა აქცია, რომელსაც დაარქვეს აღშფოთებული სტუდენტების აქცია და აღმოჩნდა, რომ ეს აღშფოთებული სტუდენტი იყო 36 წლის ერთ-ერთი „ნაცმოძრაობის“ განშტოების აქტივისტი წვიმიტიძე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ბრიუსელში გამართულ აქციას და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი არის პარტიულად დაორგანიზებული აქციები და სამარცხვინოა, როდესაც არქმევენ აღშფოთებული სტუდენტების, შშმ პირების და ემიგრანტების აქციებს.

„36 წლის გირჩელის აქციას თსუ-ში დაარქვეს აღშფოთებული სტუდენტების აქცია, ეს ერთი. გუშინ აქ აქციას დაარქვეს შშმ პირების აქცია - სამარცხვინო. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი აქტივისტი იყო, რომელმაც ეს გააკეთა. რაც შეეხება ბრიუსელში გამართულ აქციას, აქაც აღმოჩნდა ერთ-ერთი ნაციონალი, ლგბტ აქტივისტი, რომელიც აქაც აქტიურობდა, იქ წასულა და იქაც აქტიურობს. რეალურად ყველაფერი არის პარტიულად დაორგანიზებული აქციები და ამას რომ არქმევენ აღშფოთებული სტუდენტების, შშმ პირების და ემიგრანტების აქციებს, ესაა სამარცხვინო. კეზერაშვილის ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული შავი ფულით ფინანსდება ასეთი მარტივი აქციები, ხან 3 კაციანი, ხან 2, ხან 7 და ხან შეიძლება 20 კაციანი, მაგრამ ეს ყველაფერი არის პარტიული კოორდინაცია. ამას ვერავინ დაარქმევს ვერც სტუდენტების, ვერც შშმ პირების და ვერც ემიგრანტების აქციას იმიტომ, რომ ეს არის სისხლიანი ფულით ორგანიზებული აქციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics