|
2023-06-15 11:57:26, 1020 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კიევში მის არმიწვევას მთავრობებს შორის ურთიერთობა განაპირობებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ყოველთვის მზად იყო და დღესაც მზად არის, უკრაინაში ჩავიდეს. ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა "უკრაინასკაია პრავდასთან" ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტის შეკითხვას, ბევრი დასავლელი ლიდერი ჩავიდა უკრაინაში სოლიდარობის გამოსახატად, მაგრამ თქვენ არ ხართ ნამყოფი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რატომ? - ზურაბიშვილმა ასე უპასუხა: "მე ყოველთვის მზად ვიყავი ჩამოსასვლელად და დღესაც მზად ვარ. ასე რომ, თუ გადასცემთ ჩემს გზავნილს, შემიძლია, ხვალვე ჩამოვიდე". კითხვაზე, რა არის მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის არ მიიწვია კიევში, პრეზიდენტმა თქვა: "ეს არ არის პირადი და ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ჩვენ აღვწერეთ, როგორც ამ ეტაპზე არცთუ დამაკმაყოფილებელ ურთიერთობას სამთავრობო წრეებს შორის. ასე რომ, გარკვეულწილად ვგრძნობ მის შედეგებს, მაგრამ ისევ მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებლობა გვექნება. იმედი მაქვს, რომ ასეთი შესაძლებლობა ყირიმის პლატფორმაზე გაჩნდება".
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)