|
2023-06-14 17:12:08, 736 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკო - თუ ვლადიმერ პუტინს „კუთხეში მიიმწყვდევენ“, ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს
თუ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადემირ პუტინს "კუთხეში მიიმწყვდევენ", ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ნატოს მაღალჩინოსნები ჯერ კიდევ მიდიან მესამე მსოფლიო ომისკენ, მაგრამ ამავდროულად, მისი ძალიან ეშინიათ. "ისინი [ნატოს წევრები] ჯერ კიდევ მიდიან მესამე მსოფლიო ომისკენ, მაგრამ მისი ძალიან ეშინიათ. ეს ზუსტად ვიცი... შევხვდი ადამიანებს, რომლებიც ამაში მეორეხარისხოვან როლს არ თამაშობენ და იღებენ რადიკალურ, კარდინალურ და საბოლოო გადაწყვეტილებებს საჭიროების შემთხვევაში. მათ ამის ყველაზე მეტად ეშინიათ, გულწრფელად ყველა ამას ამბობს - ბირთვული კატასტროფა. მათ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების ეშინიათ, ღმერთმა არ ქნას, რუსეთმა ეს ჩაიდინოსო და ა.შ. ეს ბუნებრივია, არც ჩვენ გვინდა, ჩვენც გვეშინია, ცხოვრება გვინდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამან, შესაძლოა, მსოფლიო კატასტროფამდე მიგვიყვანოს. დედამიწა შეიძლება ორბიტას მოწყდეს, მთელი ეს იარაღი თუ აფეთქდება", - განაცხადა ლუკაშენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)