15:23 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 14:11:02, 685 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ბანერის გადმოფენაზე - ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებაა

ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებაა, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შშმ ბავშვები გამოიყენეს პროვოკაციისთვის, ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტისთვის,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე მოქალაქის პროტესტს, რომელმაც მმართველი პარტიის დეპუტატებს რუსული რუბლები გადააყარა და ბანერი გადმოფინა.

კობახიძის თქმით, "ადამიანები ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ მიზნნების მიღწევას".

"ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, მორიგი აქტი, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შშმ ბავშვები გამოიყენეს პროვოკაციისთვის, ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტისთვის, ეს აჩვენებს იმ ადამიანების სახეს, რომლებიც ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ რაღაც მიზნების მიღწევას, ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა", ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ბუნებრივია, მიუღებელია კატეგორიულად ასეთი პროვოკაციების განხორციელება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება შშმ ბავშვები გამოყენება ამისთვის...

შიგნით ჯერ პროვოკაცია განხორციელდა და ამას ტაშით შეხვდა კოლექტიური "ნაცმოძრაობა", მთელი რადიკალური ოპოზიცია, რაზეც მიიღეს მათ სათანადო პასუხი, რაც მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად შეირგეს, იმიტომ, რომ იციან, არ არიან მართლები. ეს იყო და ეს, არავითარი ფიზიკური მუქარა არ ყოფილა, მათ მიიღეს სათანადო სიტყვები, ეს ძალიან კარგად შეირგეს, რაც სწორია იმიტომ, რომ ისინი არ არიან მართლები",- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოქალაქემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს რუსული რუბლის კუპიურები გადმოაყარა.

მოქალაქემ ასევე გადმოფინა ბანერი, რომელზეც ეწერა - "არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics