20:12 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 11:47:38, 547 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მეფუტკრეობის დარგში არსებული მდგომარეობა, ფერმერთა საჭიროებები და ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალი განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ქვეყანაში მეფუტკრეობის დარგის ხელშემწყობი პროექტები აქტიურად ხორციელდება. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მეფუტკრე ფერმერების მხარდასაჭერად, იქმნება ისეთი  პროექტები, რაც ხელს უწყობს ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას და ექსპორტის ზრდას.

„საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო პაპავამ  მეფუტკრე ფერმერების საჭიროებებზე, მათ შორის, სკების რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის პროცესის გააქტიურებისა და ფუტკრის დაავადებების კონტროლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ მიკვლევადობის სისტემის არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თაფლის წარმოების და ექსპორტის  ზრდას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეფუტკრეობის მიმართულებით სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე აქტივობებს. აღინიშნა, რომ, ამ ეტაპზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებულია 45 საფუტკრე მეურნეობა, ჯამში 7 000 სკა. ფერმერთა დაინტერესებისა და რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის სტიმულირების მიზნით, სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს, რაც ტექნიკურ უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს.

სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და თენგიზ ნასარიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „მერსი ქორფსი“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics