16:27 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 11:41:23, 531 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე - ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებასთან კანონპროექტი არაფერ კავშირშია, იქ არ არის პრეზიდენტის ან საბჭოს კომპეტენციების ცვლილებაზე საუბარი, არაფერი იცვლება

ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებასთან კანონპროექტი საერთოდ არაფერ კავშირში არ არის, არავითარი შეხება არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„იქ არ არის ან პრეზიდენტის კომპეტენციის, ან საბჭოს კომპეტენციების ცვლილებაზე საუბარი და არაფერი არ იცვლება. საქართველოს პრეზიდენტს ამ დრომდე რა უფლებებიც ჰქონდა, იგივე უფლებები რჩება ნომინირებასთან დაკავშირებითაც, დანიშვნასთან და აბსოლუტურად ყველაფერთან დაკავშირებით. იგივე რჩება პარლამენტს. ყველაფერი უცვლელად რჩება, ასეთია ფონი“,- განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკი რაც შეიძლება, სრულფასოვნად იყოს დაკომპლექტებული, რომ ფუნქციური თვალსაზრისით გარკვეული ჩიხები არ შეიქმნას.

„რაკი თავის დროზე კანონმდებელმა ჩათვალა, ე.ი. ასეა და ცხრა არ არის ჰაერიდან მოსული რიცხვი. რა თქმა უნდა, უკეთესია, რომ საბჭო სრულფასოვნად ფუნქციონირებდეს და ამ რიცხვის კლება, რასაკვირველია, უარყოფითად აისახება ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებაზე. იქ საქმე მართლაც ძალიან ბევრია და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, სრულფასოვნად იყოს დაკომპლექტებული ეროვნული ბანკი, რომ რაღაც გარკვეული ჩიხები არ შეიქმნას ფუნქციური თვალსაზრისით. ეს არ არის უბრალოდ პირთა სიმრავლე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის, სექტორულადაც დასანაწევრებელია და ყველაფერი სხვა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, კანონს აქვს ხოლმე ძირითადი ტექსტი, სადაც შეთავაზებულია, რომ დღესაც არის სამი ვიცე-პრეზიდენტი და რჩება სამი ვიცე-პრეზიდენტი, უბრალოდ, ერთ-ერთი მათგანი იქნება პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ოპონენტები კი ცდილობენ, ეს არ თქვან.

„დისკუსიის სიმძიმის ცენტრი სრულიად სხვა მიმართულებაზე იყო გადატანილი. ამაშია პრობლემა, რომ იქ შეთქმულების თეორიების ამოკითხვას ცდილობდნენ და მთელი დღე ამის იქით ტრიალებდნენ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ ასევე აღნიშნა, რომ ლაშა ხუციშვილს კვალიფიკაციას ვერავინ უწუნებს და ის იდეალური კანდიდატია, მაგრამ, "როგორც ჩანს, მის კანდიდატურასთან მიმართებით არის დეფიციტი და შესაბამისად, ამ უპირატესობის და საკითხის ჩიხში მოსაქცევად მანიპულაციებს აქვს ადგილი".

„ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს ეს კანონპროექტი ლაშა ხუციშვილის გაყვანის მეთოდია, მაგრამ ეს ტყუილია. ასე იყო წარმოჩენილი და ეს არ იყო სწორი. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა კოლეგამ პრაქტიკულად კიდეც დაადასტურა, როდესაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს მოუწოდა, რომ მას ესაუბრა არა ამ არგუმენტებზე, არამედ სხვა არგუმენტებზე. ის საუბრობდა ზედმიწევნით კანონპროექტის ავკარგიანობასთან დაკავშირებით, მოტივირებული შენიშვნების ახსნას ცდილობდა და მას უთხრეს, რომ ეს არავის არ აინტერესებს სინამდვილეში. სრულიად სხვა, ასე ვთქვათ, ქვეტექსტების ირგვლივ დისკუსიის მსურველები იყვნენ და ამაშია პრობლემა“, - განაცხადა სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics