16:27 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 11:23:17, 691 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი - სანქციების სრულად აღსრულება საქართველოს ეკონომიკას არ აზარალებს

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სრულად აღსრულება საქართველოს ეკონომიკას არ დააზარალებს, მაგრამ რუსეთს გაურთულებს უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველი ომის გაგრძელებას,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა "ამერიკის ხმას" განუცხადა.

გამოცემის კითხვებს, ეხმარება თუ არა საქართველო რუსეთს, დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში და თანამშრომლობს თუ არა თბილისი ვაშინგტონთან იმისთვის, რომ რუსეთმა საქართველოს საშუალებით, სანქციების გვერდის ავლა ვერ შეძლოს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა წერილობით ასე უპასუხა:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საბაჟო და შემოსავლების სამსახური და ეროვნული ბანკი, შესანიშნავი პარტნიორები არიან და გვჯერა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენთან, რათა ხელი შეუშალონ რუსეთის მცდელობებს გვერდი აუაროს სანქციებს. სანქციები მეტად ეფექტურია, როდესაც ბადეში არ არის ხვრელები, რომლებიც კრემლზე ზეწოლას ხსნის. ამ სანქციების სრულად აღსრულება არ აზარალებს საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ კრემლს უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველი ომის გაგრძელებას გაურთულებს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics