2023-06-14 10:45:02, 1693 ნახვა
ომი უკრაინაში
კრივოი-როგზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა,- აღნიშნულის შესახებ კრივოი-როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვილკულმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ქალაქში გლოვის დღეა გამოცხადებული.
"სამწუხაროდ, უკვე 12 მსხვერპლია - 67 წლის მამაკაცი ღამით სიცოცხლესთან შეუთავსებელი დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა",- წერს ვილკული.
მისივე თქმით, კრივოი-როგში ნგრევის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობა გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 13 ივნისს რუსმა ოპკუპანტებმა კრივოი-როგზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს.
შემთხვევის შედეგად, დაშავდა 36 ადამიანი, 12 საავადმყოფოში იმყოფება, რომელთაგან 10-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,