06:19 - 01 May, 2026
|
2023-06-13 16:24:23, 725 ნახვა
მსოფლიო
დუდა - ვიმედოვნებ, რომ ვილნისუსის სამიტზე კიევი ნატოში გაწევრიანების საკითხზე კარგ ამბებს მიიღებს
უკრაინა ელოდება მკაფიო სიგნალს მკაფიო პერსპექტივაზე ნატოს წევრობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. როგორც დუდამ აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ ვილნისუსის სამიტზე კიევი ნატოში გაწევრიანების საკითხზე კარგ ამბებს მიიღებს. "უკრაინა ელოდება მკაფიო სიგნალს მკაფიო პერსპექტივაზე ნატოს წევრობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დღეს უკრაინელ მთავრობას, უკრაინელ ჯარისკაცებს, მის დამცველებსა და უკრაინის საზოგადოებას დიდი მოლოდინი აქვთ. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ვიმედოვნებ, ვილნიუსის სამიტზე კარგ ამბებს მიიღებს კიევი, რომ მისი NATO-ში გაწევრიანება ნათლად ჩანს და რომ გვირაბის ბოლოს სინათლეა", - განაცხადა დუდამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)