2023-06-13 15:07:28, 1362 ნახვა
ომი უკრაინაში
კრივოი-როგზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა
კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა,- აღნიშნულის შესახებ კრივოი-როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვილკულმა განაცხადა.
მისი თქმით, დაბომვის შედეგად გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობაც - 28 ადამიანი, ხოლო 14 ივნისი ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა.
"ხვალ, 14 ივნისს, კრივოი-როგში გლოვის დღეა გამოცხადებული.
10 ადამიანი დაიღუპა, 1 ნანგრევებშია, 28 დაშავებულია, მათგან 12 ქალაქის საავადმყოფოებში საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს.
სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება",- წერს ვილკული.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა კრივოი-როგზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,