16:28 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 12:06:36, 977 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნით გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ იტყუება

დეოლიგარქიზაცია, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დამარცვლით გვითხრეს, რომ ნიშნავს დებიძინიზაციას და ვენეციის კომისიის დასკვნა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, მოულოდნელი საერთოდ არ ყოფილა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლიძის თქმით, ვენეციის კომისიის დაკვნა ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად იტყუება, როცა ის ამბობს, რომ ასრულებს 12-პუნქტიან ვალდებულებას.

“ჩვენ წარდგენილი გვაქვს ალტერნატიული კანონპროექტი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით და ვენეციის კომისიის ამ დასკვნით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად იტყუება, როცა ის ამბობს, რომ ასრულებს 12-პუნქტიან ვალდებულებას.

დეოლიგარქიზაცია ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დამარცვლით გვითხრეს, რომ ნიშნავს დებიძინიზაციას, „ქართული ოცნების“ ეს კანონპროექტი კი ფაქტობრივად, მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნება ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესმენებისთვის, რომლებსაც შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, რომ დაეხმარონ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას. ამიტომაც, ვენეციის კომისიის ამ დასკვნამ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა და მისცა პირდაპირი რეკომენდაცია „ქართულ ოცნებას“, რომ დეოლიგარქიზაციის პრობლემა არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, 12-პუნქტიანი ვალდებულების შესრულებას, ერთადერთი ოლიგარქი არსებობს ამ ქვეყანაში - ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ვენეციის კომისიის ეს დასკვნა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს კანონპროექტი არ იქნეს მიღებული ამ ფორმით, რადგან ის არის რეპრესიული",- აცხადებს წითლიძე.

ცნობისთვის, გუშინ, 12 ივნისს ვენეციის კომისიამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა. ვენეციის კომისიის დასკვნით, კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს „სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics