16:28 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-12 22:27:54, 777 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - უმრავლესობა მხარს დაუჭერს ცვლილებებს, რომლითაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ვალდებულება ექნება, ბიუჯეტის არანაკლებ ათი პროცენტი სატელევიზიო დოკუმენტალისტიკის მიმართულებით დახარჯოს

კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ვალდებულება ექნება, ბიუჯეტის არანაკლებ ათი პროცენტი სატელევიზიო დოკუმენტალისტიკის მიმართულებით დახარჯოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში საინტერესო სიახლე გვაქვს, საზოგადოებისთვის რომ ცნობილი იყოს. გარდა იმ დათქმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან 15 პროცენტი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა მოხმარდეს; შემდეგ წელს ეს იქნება 16 და იმის შემდეგ წელს 17 პროცენტი. ამ დათქმის გარდა, არის ძალიან საინტერესო და, ჩემი აზრით, ძალიან კარგი სიახლე სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმებთან დაკავშირებით. საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება ვალდებულება, ბიუჯეტის არანაკლებ ათი პროცენტისა დახარჯოს სატელევიზიო დოკუმენტალისტიკასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს იქნება უდიდესი სტიმული სფეროსთვის და უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი, ამიტომ ჩვენ ამ დათქმას მხარს დავუჭერთ. ასევე, არის სხვა საკითხები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ პრინციპების დონზეზე ცვლილებების მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა და კანონპროექტი კენჭისყრაზე მომდევნო სასესიო კვირაში შევა.

კანონპროექტის წარმდგენი რატი იონათამიშვილია.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს პარლამენტის ბიუროს 22 მაისს წარედგინა, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბიუჯეტის არანაკლებ ათი პროცენტი ქართული მხატვრული, დოკუმენტური ტელეფილმებისა და სერიალების დაფინანსებაზე უნდა მიმართოს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics