18:55 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-12 18:45:21, 981 ნახვა

პოლიტიკა
პუტინის ადამიანის უფლებათა მრჩეველი შოთა გორგაძე ბათუმში იმყოფებოდა

ადამიანის უფლებათა საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს წევრი შოთა გორგაძე რამდენიმე კვირის წინ საქართველოში, ბათუმში იმყოფებოდა.

შოთა გორგაძემ რესტორან "რეტროდან" გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც, ის რუსებს აჭარული ხაჭაპურის ჭამის ინსტრუქციას უხსნის და საკუთარ გამომწერებს მოუწოდებს ესტუმრონ "რეტროს" ბათუმის ფილიალს, რომელიც მათი "დიდი მეგობრის, გია აგირბას რესტორანია".

"რამდენიმე კვირის წინ სტუმრად ვიყავი ჩვენს მეგობართან, გია აგირბასთან "რეტრო ბათუმში". მაესტრომ საკუთარი ხელით მომიმზადა ჩემი საყვარელი ნავუკა) იმედი მაქვს, შუაღამისას არავის პროვოცირებას მოვახდენ ამ პოსტით, რომელიც ჭამას ეხება)))", - წერს შოთა გორგაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს ფიზიკურად ბათუმში არსებული რესტორან "რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მის ობიექტზე დასაქმებულ პირზე.

5 ივნისს, თეიმურაზ ვარშანიძე თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე დააკავეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამასთან ერთად, რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა სოლიდარობის ნიშნად დატოვა.

გარდა ამისა, 5 ივნისს, შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“ და „შპს რესტრო 2“-ს  სამუშაო პროცესი შეუჩერა და ობიექტი დამატებით 30 000 ლარით დააჯრიმა.

აღსანიშნავია ასევე, რომ რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გუშინ, 6 ივნისს გაათავისუფლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics