18:55 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-12 16:27:19, 755 ნახვა

პოლიტიკა
ოქრიაშვილი - ხელისუფლების მიდგომაა საპოლიციო რეჟიმის შექმნა ეკონომიკაში - შემოთავაზებული კანონპროექტი რუსული სულისკვეთებისაა!

საქართველოს პარლამენტში იხილება კანონპროექტი, რომლის მთავარი მიზანია, ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ნაწილის საპოლიციო ორგანოდ ქცევა, გაფართოებული უფლებამოსილებითა და დასჯითი და სააღსრულებო მექანიზმების მინიჭებით, სასამართლოს ჩარევის გარეშე,- ამის შესახებ  "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს.

ოქრიაშვილის თქმით, ხელისუფლების ზოგადი მიდგომაა საპოლიციო რეჟიმის შექმნა ეკონომიკაში და მისივე შეფასებით, შემოთავაზებული კანონპროექტი საპოლიციო, სადამსჯელო და რუსული სულისკვეთებისაა.

"ეს არის სტრატეგიული საკითხი! ცალკე უბედურებაა სასამართლო სისტემის დაბალი სანდოობა და გაცილებით უარესია სასამართლოს ჩახსნა სამეწარმეო პროცესიდან. ჯანდაცვა, როგორც სხვა ნებისმიერი დარგი, ეკონომიკის ნაწილია, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. ისეთივე, როგორიც მაგალითად, სოფლის მეურნეობა, რადგან საკვები პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის დარგია.  

სამწუხაროდ, ეს ხელისუფლების ზოგადი მიდგომაა საპოლიციო რეჟიმის შექმნა ეკონომიკაში. ეს კანონპროექტი აფუჭებს სამეწარმეო გარემოს ქვეყანაში, რაც აუცილებლად იქონიებს ნეგატიურ გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე - კიდევ მერამდენე გარე თუ შიდა ინვესტორი უკვე აღარც კი ფიქრობს, რომ საქართველოში საინვესტიციო გარემო გამოსწორდება. პირიქით,  უკან-უკან მიდის და საინვესტიციო ატმოსფეროს გაფუჭება მომავალში კიდევ უფრო შეაფერხებს ჩვენს ქვეყანაში წელს დაგეგმილ 4-5%-იან ეკონომიკურ ზრდას და ნეგატიურ გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტზე. 

მსგავსი კანონპროექტები ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და ეკონომიკის სუბიექტებს შორის სამართლიანი, დემოკრატიული პროცესების არსებობის ევროპულ პრაქტიკას. ეს კანონპროექტი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ და დარწმუნებული ვარ, ის შეფასდება, როგორც ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული.

თუ ევროპისკენ მივდივართ, ჩახედოს ჩვენმა ხელისუფლებამ ევროპულ კანონმდებლობას ნებისმიერ დარგში და მიიღოს შესაბამისი სულისკვეთების კანონები. შემოთავაზებული კანონპროექტი კი საპოლიციო, სადამსჯელო და რუსული სულისკვეთებისაა. 

სულაც არ მიხარია, რომ ხელისუფლება ცდილობს, ნებით თუ უნებურად გაანადგუროს სამეწარმეო ეკონომიკური ატმოსფერო საქართველოში. 

არადა, საქართველოში შესაძლებელია მუდმივი 10-12 %-იანი ეკონომიკური ზრდა ხანგრძლივად, ყოველწლიურად, რომ არა მსგავსი უაზრო მცდელობები, გაანადგურონ შიდა თუ გარე ინვესტორების სურვილი, ააშენონ ეს ქვეყანა!" - აცხადებს ოქრიაშვილი.           





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics