18:55 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-12 12:53:18, 755 ნახვა

პოლიტიკა
დარჩიაშვილი - ლიხტენშტაინის საგარეო მინისტრის ვიზიტი საქართველოს მიმართ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა

ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისათვის. ამასთან, ამ ვიზიტს განვიხილავთ, როგორც ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულებას ესოდენ მნიშვნელოვან პერიოდში, ისევე როგორც რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ლიხტენშტაინის საგარეო მინისტრთან, დომინიკ ჰასლერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

მინისტრის განცხადებით, დომინიკ ჰასლერის ვიზიტი ძლიერ იმპულს მისცემს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ამ მხრივ არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას, რის მყარ საფუძველსაც ქმნის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, რომლის წევრიც არის ლიხტენშტაინი.

ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროპელი პარტნიორებისათვის საქართველოს ეკონომიკური პროფილის მიმზიდველობაზეც.

მისი თქმით, „საქართველო, როგორც რეგიონის სატრანსპორტო კვანძი და საიმედო სატრანზიტო პარტნიორი, აქტიურად მონაწილეობს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსა და ინიციატივებში, თავისი წვლილი შეაქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებასა და მწვანე, განახლებადი ენერგიის განვითარებაში".

ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობასთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიხტენშტაინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისთვის, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

მინისტრის თქმით, როდესაც საქმე საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ლიხტენშტაინი საქართველოს საიმედო და სანდო პარტნიორია. ამ კუთხით, მან განსაკუთრებული მადლიერება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ჩამოსვლისთანავე მოინახულა საოკუპაციო ხაზი  და პირადად გაეცნო ადგილზე შექმნილ მძიმე ვითარებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics