10:08 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-12 11:33:43, 751 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი საჩხერეში სამთო მომზადების სკოლას ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საჩხერეში პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლას ესტუმრა. მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად სამთო საჩვენებელ სწავლებას დაესწრო, სადაც სკოლის პირადმა შემადგენლობამ სამთო აღჭურვილობის გამოყენებით ავსტრალიური და თავისუფალი დაშვების, ასევე ხეობის გადალახვის ელემენტები წარმოადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობას სამთო სკოლის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ უმასპინძლა. მან სტუმრებს სამთო მომზადების სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი პირობები გააცნო.

„დღესვე საჩხერეში სამთო მომზადების კურსების დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ოცეულსა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საკანდიდატო კურსის პირად შემადგენლობას სამთო სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს
კრემლი: ტრამპმა პუტინს მოუწოდა, აშშ-სთან თანამშრომლობის მიზნით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები სწრაფად დაასრულოს
ნიღბიანმა თეთრკანიანმა ნაციონალისტებმა ვაშინგტონში დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური მსვლელობა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics