21:11 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-12 11:19:07, 843 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი - ნებისმიერი მინიშნება ადამიანის ორიენტაციაზე ჩემთვის მიუღებელია

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი "ორიენტაციის არევასთან" დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურება. 

როგორც ომბუდსმენმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ადამიანის ორიენტაციაზე მინიშნება მიუღებელია.

"მე, ზოგადად, ყოველთვის ვაფიქსირებ და ახლაც დავაფიქსირებ, რომ ნებისმიერი მინიშნება ადამიანის ორიენტაციაზე ჩემთვის არის მიუღებელი, ვინაიდან ეს არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით, ეს არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით",- ამბობს იოსელიანი.

შეგახსენებთ, 10 ივნისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე სტუდენტმა რუსული რუბლები კიბეზე ჩასვლისას გადაუყარა. 

მომხდარს გამოეხმაურა კობახიძე და თქვა, რომ "მათი ორიენტაცია არეულია, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics