18:55 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-11 16:03:02, 791 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ვიცე-პრეზიდენტი იქნება იმ შემთხვევაში თუ ვეტო დავძლიეთ და თუ პრეზიდენტის ვეტო არ დავძლიეთ, მისი შენიშვნები გავითვალისწინეთ და იმგვარად მივიღეთ, მაშინ არ იქნება

ვიცე-პრეზიდენტი იქნება იმ შემთხვევაში თუ ვეტო დავძლიეთ და თუ პრეზიდენტის ვეტო არ დავძლიეთ, მისი შენიშვნები გავითვალისწინეთ და იმგვარად მივიღეთ, მაშინ არ იქნება. მეტი განსხვავება არ არის,- ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების დაკომპლექტებაზე საუბრისას განუცხადა.

მდინარაძის განმარტებით, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონპროექტსა და პრეზიდენტის შენიშვნებს შორის ერთადერთი არსებითი განსხვავებაა, რომელიც პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატებას გულისხმობს. 

„ყოველთვის ჩვენკენ იშვერენ ხელს მაშინ, როდესაც ფასებზე, ინფლაციაზე, დევალვაციაზე მიდის საუბარი და ეროვნული ბანკი არავის ახსენდება. ამ დროს როცა იქ პრობლემებია და ჩვენ ამ პრობლემების დალაგებას ვაპირებთ- როგორ თუ გავბედეთ ამის დალაგება. წარმოუდგენელია სერიოზულად გააკრიტიკო ვეტოს დაძლევის სურვილი იმიტომ, რომ პრეზიდენტის შენიშვნებსა და, თუ ვეტო დავძლიეთ, კანონპროექტში და შემდეგ უკვე კანონში რა განსხვავებაა იცით? ერთადერთი განსხვავებაა, პირველი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა და თანამდებობა იქნება თუ არ იქნება. წარმოიდგინეთ, რაც არ უნდა ჩაჰყვეთ, გარანტიას გაძლევთ იქ არსებითი განსხვავება არის მხოლოდ ერთი",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics