|
2023-06-11 15:09:03, 807 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - კონკრეტულ ახალგაზრდებს მართლა აქვთ ყველანაირი ორიენტაცია არეული - ვგულისხმობ პოლიტიკურ ორიენტაციას, თუმცა არა მარტო
აქ საუბარი იყო კონკრეტულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც მართლა აქვთ ყველანაირი ორიენტაცია არეული. ყველანაირ ორიენტაციაში, პირველ რიგში, ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ორიენტაციას, თუმცა არა მარტო - სხვა ტიპის ორიენტაციაც იგულისხმება,- ასე განმარტავს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ორიენტაციის არევასთან" დაკავშირებით გუშინდელ განცხადებას. როგორც კობახიძემ დღეს მედიის წარმომადგენელბთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს ჰყავს ღირსეული ახალგაზრდობა, "ამ კონკრეტულ ადამიანებზე ქართული ახალგაზრდობის დაყვანა კი, ძალიან დიდი სირცხვილია". "მათ აქვთ, პირველ რიგში, პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა, თუმცა ეს პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა სხვა ორიენტაციასთან არის პირდაპირ დაკავშირებული. ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ეს ახალგაზრდები გააიგივონ ჩვენს ახალგაზრდობასთან ზოგადად. მე მინდა გითხრათ, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს ღირსეული ახალგაზრდობა, გამორჩეული ახალგაზრობა და ამ კონკრეტულ ადამიანებზე ქართული ახალგაზრდობის დაყვანა არის ძალიან დიდი სირცხვილი და ეს არის დაუშვებელი. ეს ახალგაზრდები, კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც აქვთ არეული ორიენტაცია, არ არიან ჩვენი ღირსეული, ჯანსაღი ახალგაზრდები",- ამბობს კობახიძე. ცნობისთვის, გუშინ, 10 ივნისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე სტუდენტმა რუსული რუბლები კიბეზე ჩასვლისას გადაუყარა. მომხდარს გუშინვე გამოეხმაურა კობახიძე და თქვა, რომ "მათი ორიენტაცია არეულია, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ".
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)