21:11 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-11 14:33:20, 948 ნახვა

საზოგადოება
წულუკიანმა დაიწყო კინოცენტრის რეორგანიზაცია - დამირეკეს სამინისტროდან და მითხრეს, რომ გათავისუფლებული ვარ - ნინო კუხალაშვილი

წულუკიანმა დაიწყო კინოცენტრის რეორგანიზაცია. დღეს დამირეკეს კულტურის სამინისტროდან და მითხრეს, რომ ჩემი შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან გათავისუფლებული ვარ,- ამის შესახებ კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

კუხალაშვილის ინფორმაციით, დირექტორის მოადგილის პოზიცია ოფიციალურად 12 ივლისიდან უნდა დატოვოს.

"წულუკიანმა დაიწყო კინოცენტრის რეორგანიზაცია. დღეს დამირეკეს კულტურის სამინისტროდან და მითხრეს, რომ ჩემი შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან გათავისუფლებული ვარ დირექტორის მოადგილის პოზიციიდან. მოადგილეების პოზიციის გაუქმებას სჭირდება ცვლილების შეტანა კინოცენტრის დებულებაში, რაც რა თქმა უნდა, განახორციელა წულუკიანმა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა კობა ხუბუნაია, რომელიც ორი დღით ადრე დანიშნეს კინოცენტრის ფინანსურ მენეჯერად, რომელსაც ამავე დროს, უჭირავს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიცია. უბრალოდ ინფორმაციისთვის, თორემ ახალი არაფერია. კინოცენტრს დიდი ხანია ვუწოდე კულტურის სამინისტროს დეპარტამენტი და ახლა ეს ყველაფერი სამართლებრივად "გაიმართა”,- წერს ნინო კუხალაშვილი.

ცნობისთვის, 2 ივნისს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრმა გოეთეს ინსტიტუტის სტატიასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც მიუთითა, რომ "კინოცენტრი იტოვებს უფლებას, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება გაგა ჩხეიძის დირექტორობით კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელებაზე".

აღნიშნულს გამოეხმაურა კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე და GNFC-ს განცხადებას "კულტურის სამინისტროში უშუალოდ მინისტრის მითითებით და კარნახით" დაწერილი უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics