18:55 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-10 17:21:41, 813 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე სტუდენტებზე - მათი ორიენტაცი არეულია, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ

მათი ორიენტაცია არის არეული, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ,-ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

კობახიზის თქმით, "ამ ახალგაზრდების პოლიტიკური ორიენტაცია არეულია და საჭიროა, რომ მათი ორიენტაცია სწორ რელსებზე დადგეს".

"პირველ რიგში, ეს იყო ტელეკომპანია ფორმულას მიერ მოწყობილი პროვოკაცია, ისინი იყვნენ მოსულები, ისინი იღებდნენ ამ ე.წ. ინციდენტს. სინამდვილეში მოსული იყო ფორმულასთან აფილირებული რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული. 

ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ ახალგაზრდების გადარჩენა. მე მგონია, მათი გადარჩენა არის შესაძლებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი ორიენტაციის სწორ რელსებზე მოქცევა არის შესაძლებელი. ეს ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის წინ იდგნენ რამდენიმე დღის წინ და პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ. არაფერ შუაშია მისი სტუდენტობა ამ შემთხვევაში. მათი ორიენტაცია ყველანაირად არის არეული. მე მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია, პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის, მათ შორის, ამ ახალგაზრდების გადასარჩენად",- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე სტუნდენტმა პროტესტის ნიშნად ირაკლი კობახიძეს ლექციის დასრულების შემდეგ რუსული რუბლები კიბეზე ჩასვლისას გადაუყარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics