08:53 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-10 15:23:08, 1394 ნახვა

რეგიონი
მარი ზანაქიძე და ლელა სურმანიძე ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, უფასო სამედიცინო აქციის მიმდინარეობას დაესწრნენ

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, უფასო სამედიცინო აქციის მიმდინარეობას, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე და ქალაქ ბათუმის მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე დაესწრნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"უფასო სამედიცინო კონსულტაცია, დიაგნოსტიკური და ინსტრუმენტული კვლევები აჭარის მოსახლეობის სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებს უტარდებათ, მოწვეული არიან თბილისის კლინიკების წამყვანი ექიმები. სამედიცინო აქციის ორგანიზატორი ორგანიზაცია ,,ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალია“, ხოლო მხარდამჭერები არიან აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია და საქართველოს პარლამენტი" - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ.

მათი ცნობით, სამედიცინო აქციით სარგებლობა შეუძლიათ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, საჯარო სკოლების პედაგოგებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს. აქციაში მონაწილეობას იღებენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, ამერიკულ-ქართული ჰოსპიტალის, სამედიცინო ცენტრ ,,ვივამედი“-ს და "ევექსი"-ს კლინიკების წამყვანი ექიმები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics