2023-06-10 14:21:56, 1402 ნახვა
ომი უკრაინაში
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო უკრაინაში ჩავიდა
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო უკრაინაში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კანადის პრემიერი კიევში უკრაინელი ჯარისკაცების მემორიალს ეწვია და რუსეთთან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო. მასთან ერთად უკრაინის დედაქალაქში კანადის ვიცე-პრემიერი კრისტია ფრილანდიც ჩავიდა
მედიის ცნობითვე, ტრუდოს ვიზიტი უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე ბოლო წუთამდე არ საჯაროვდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების შემდეგ, ეს კანადის პრემიერ-მინისტრის მეორე ვიზიტია უკრაინაში. ჯასტინ ტრუდო უკრაინას პირველად 2022 წლის მაისში ეწვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,