20:07 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 17:14:21, 640 ნახვა

პოლიტიკა
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი - ნატოს წევრი სახელმწიფოები უკრაინაში სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნას არ განიხილავენ

ნატოს წევრი სახელმწიფოები უკრაინაში სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნას არ განიხილავენ, - ამის შესახებ ესტონეთი პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.

როგორც კალასმა აღნიშნა, ალიანსის წევრი ქვეყნები უკრაინას დახმარებას აქტიურად უწევენ, თუმცა უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადება არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია.

"ალიანსის წევრი ყველა ქვეყანა უკრაინას დახმარებას უწევს, მაგრამ არცერთ ქვეყანას არ გამოუთქვამს სურვილი ჩაერიოს ამ ომში და გაგზავნოს თავისი სამხედროები უკრაინაში, მე არ მსმენია ასეთი გეგმის შესახებ", - განაცხადა კალასმა.

შეგახსენებთ, ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ვილნიუსის სამიტზე უსაფრთხოების ხელშესახებ გარანტიებს არ მიიღებს, ალიანსის წევრი ქვეყნების ნაწილი, შესაძლოა, უკრაინაში საკუთარი ჯარების გაგზავნისთვის მზად იყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics