20:08 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 14:22:23, 701 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - სტრასბურგის გადაწყვეტილების მიუხედავად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს Free misha-ს კამპანიას

როცა უკვე არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ამის მიუხედავად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს "ფრი მიშა" კამპანიას, ეს სხვა არაფერზე მეტყველებს გარდა პოლიტიკური კორუფციისა, რომელიც მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ციხეშია, ხელის გულზე დევს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ექსპრეზიდენტს ახალისებდნენ იმისთვის, რომ მას საქართველოში რადიკალური დღის წესრიგი გაეტარებინა. 

„სანამ სააკაშვილი საქართველოში შემოიპარებოდა და ციხეში აღმოჩნდებოდა, მანამდეც ვხედავდით, როგორ დადიოდა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების კორიდორებში, როგორ ართმევდნენ მას ხელს, როგორ ატარებდნენ კრიმინალ ადამიანთან სემინარს, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და ამაზე არავინ დავობს. როგორ ართმევდნენ მას ხელს და დღეს, ეს ადამიანები, რომლებიც მაშინ ახალისებდნენ მიხეილ სააკაშვილს, მათ შორის, ახალისებდნენ იმით, რომ მას საქართველოში რადიკალური დღის წესრიგი გაეტარებინა, შემოპარულიყო და ქვეყანა აერია, დღეს ეს ადამიანები კვლავ იცავენ და მის ციხიდან დახსნას ცდილობენ. ამიტომ, პოლიტიკური კორუფციის გარდა, ამ ჯიუტ "ფრი მიშა" კამპანიას ვერ ავხსნი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics