21:59 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 14:09:39, 598 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა და საქმიანობის ანგარიშს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს თხილის წარმოების ხელშეწყობის  პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის  მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში სამუშაო ჯგუფის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ გააცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მასშტაბური სამუშაოები მცირე დროში და მაღალი პროფესიონალიზმით განხორციელდა.

„ყველაფერი გაკეთდა, რომ მიზნობრივი დახმარება გაგვეწია ფერმერებისთვის. ვფიქრობ, პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში, წლებია ვახორციელებთ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს. სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობას, რათა მავნებელთან ბრძოლა ეფექტიანი იყოს. ერთობლივი ძალისხმევით, ვფიქრობ, წელს გაცილებით უკეთესი მოსავალი გვექნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

„აღსანიშნავია, რომ თხილის წარმოების ხელშეწყობის  პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის მიზნით, კადასტრის ოპერატორების ვიზიტი 300-მდე სოფელში განხორციელდა.  

პროგრამის ფარგლებში შექმნილ კადასტრში  რეგისტრირებულია 47,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი; მათ შორის, 44,000 ჰექტარზე მეტი 0,2-3 ჰექტრის ფართობის, დაახლოებით 3,000 ჰექტარი კი, 3 ჰა-ზე მეტი ფართობის ბაღია.

სამუშაო ჯგუფში დასაქმებული იყო 140-ზე მეტი კადასტრის ოპერატორი, რომელთა შერჩევაც ადგილობრივი ახალგაზრდებისაგან მოხდა. მათ  გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს. 

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება სოფლის განვითარების  სააგენტოსა და  სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე იმყოფებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics