21:22 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 14:01:34, 787 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგიშვილი - ახალი სერია იწყება - მიხეილ სააკაშვილი პრემიერად

წინა სეზონი იყო - მოწამლეს, მოკლეს, აწამეს, აშიმშილეს. ახალ სეზონზე ახალი სერია იწყება - მიხეილ სააკაშვილი პრემიერად,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესაძლო დასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ექსპრეზიდენტის პრემიერობას სერიოზულად არ უყურებს.

"წინა სეზონი იყო - მოწამლეს, მოკლეს, აწამეს, აშიმშილეს. ამ სერიალმა, ასე ვთქვათ, თავისი მაყურებელი დაკარგა საზღვარგარეთაც და ქვეყნის შიგნითაც. ახლა ახალ სეზონზე ახალი სერია იწყება - მიხეილ სააკაშვილი პრემიერად. ვნახოთ, ამ სერიას სადამდე ექნება სიცოცხლისუნარიანობა.

მე აღარ ვაფასებ სერიოზულად მის პრემიერ-მინისტრობას. 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, თუმცა მის პრემიერობას არასერიოზულად ვუყურებ",- ამბობს ქადაგიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics