09:48 - 24 Jul, 2026
|
2023-06-08 09:56:45, 1300 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე FIABCI-ის უძრავი ქონების მსოფლიო კონგრესმა დააჯილდოვა
5-9 ივნისს, მაიამი FIABCI-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესს და FIABCI მსოფლიო დაჯილდოებას მასპინძლობს. აჭარის მთავრობის ცნობით, დღეს მსოფლიო კონგრესმა უძრავი ქონების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უმაღლესი ჯილდო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს გადასცა. "უმაღლესი ჯილდო რიჟვაძეს მაიამიში პრეზიდენტმა, სუზან გრინფილდმა გადასცა. კონგრესის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული პროექტები 8 ივნისს დასახელდება. ბათუმის სტადიონი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის საერთაშორისო ჯილდოზეა წარდგენილი. FIABCI მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს",- ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)