13:01 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-07 16:22:54, 642 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში ლიფტების განახლება აქტიურად გრძელდება

საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ, მიმდინარე წელს, უკვე 34 ლიფტია განახლებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა შემდეგ მისამართებზე: ბუდაპეშტის II შესახვევი N7, N3ბ, N10; ვ. დოლიძის ქ. N15-N19; მ. ასათიანის ქ.  N10ა; ა. მიცკევიჩის ქ. N23-N24; თ. იოსებიძის ქ. N51ა,ბ;  გ. ფერაძის ქ. N7; ზ. ბენდელიანის ქ. N1-N3; გამსახურდიას გამზ. N35, II კვ კორპ. N7, I კვ კორპ. N6ა; ს. ცინცაძის ქ. N59, N83; ფანასკერტელ-ციციშვილის ქ.  N11, N18ა; ბალანჩივაძის ქ. კორპ. N8.

„საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ბუდაპეშტის ქ. N10-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

აღსანიშნავია, რომ ლიფტების სარეაბილიტაციო პროექტების დაფინანსება ეტაპობრივად ხორციელდება, განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით.  

სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან

1 007 097 ლარი გამოიყო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics