22:24 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 18:19:49, 745 ნახვა

პოლიტიკა
ფრიდი ღარიბაშვილზე - არ მესმის, რატომ შეიძლება საქართველოს მთავრობამ ფსონი რუსეთზე დადოს

ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი, დენიელ ფრიდი ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გამოსვლას გამოეხმაურა.

როგორც ფრიდმა აღნიშნა, სამწუხაროა მთავრობის მხრიდან ისეთი განცხადებები, რომლებიც კრემლის ნარატივის გამეორებად გამოიყურება და ეს სხვა, პროდასავლურ განცხადებებს სანდოობას უმცირებს ან უკარგავს.

მანვე დასძინა, რომ საქართველო ფორმალურად თუ არა, რეალობაში მაინც, ნატოს წევრობით აღარაა დაინტერესებული.

"არ მესმის, რატომ შეიძლება საქართველოს მთავრობამ ფსონი რუსეთზე დადოს, რადგან ეს ახლა კარგ გადაწყვეტილებად არ გამოიყურება"- განაცხადა ფრიდმა და აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებით შეკითხვა ახლა ასე ისმის: "სად ხედავს ქართული ოცნების მთავრობა საქართველოს მომავალს - დასავლეთთან თუ მოსკოვთან? დიახ საქართველო რთულ გეოგრაფიულ ადგილასაა, მაგრამ ვშიშობ, რომ საქართველოს შფოთვა მოსკოვის მიმართ სინამდვილეში არათუ არ გააძლიერებს მის პოზიციებს, არამედ - დაასუსტებს", - განაცხადა დენიელ ფრიდმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო, სადაც განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics