11:22 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 13:42:28, 1023 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ძალადობისა და მუქარისთვის „რეტროს“ ერთ-ერთ მფლობელს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ძალადობისა და მუქარისთვის „რეტროს“ ერთ-ერთ მფლობელს ბრალი წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 ივნისს, ბათუმში, კაფე „რეტროში", ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაფის მეპატრონემ ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ ძალადობა განახორციელა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის  პირველი (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 151-ე მუხლის პირველი (ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს ფიზიკურად ბათუმში არსებული რესტორან "რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მის ობიექტზე დასაქმებულ პირზე.

თეიმურაზ ვარშანიძე თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე დააკავეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამასთან ერთად, რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა სოლიდარობის ნიშნად დატოვა.

გარდა ამისა, გუშინ, 5 ივნისს, შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“ და „შპს რესტრო 2“-ს  სამუშაო პროცესი შეუჩერა და ობიექტი დამატებით 30 000 ლარით დააჯრიმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics