12:08 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 13:12:00, 1340 ნახვა

ომი უკრაინაში
სანდუ ზელენსკის - მზად ვართ, გაგიწიოთ დახმარება წყალდიდობასთან გასამკლავებლად

პრეზიდენტო ზელენსკი, მზად ვართ, გაგიწიოთ დახმარება წყალდიდობასთან გასამკლავებლად და მხარი დაგიჭიროთ შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში,- ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს.

სანდუს თქმით, კატეგორიულად გმობს კახოვკას კაშხლის აფეთქებას. 

"კატეგორიულად ვგმობ დღეს დილით ნოვა კახოვკას კაშხლის აფეთქებას.

რუსეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის სამიზნეში ამოღება ომის დანაშაულია. 

პრეზიდენტო ზელენსკი, ჩვენ მზად ვართ, გაგიწიოთ დახმარება წყალდიდობასთან გასამკლავებლად და მხარი დაგიჭიროთ შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში",- წერს სანდუ.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური დღეს დილით ააფეთქეს.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდის თქმით, დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს და მაღალია სხვადასხვა ქალაქის დატბორვის რისკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics