08:15 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 12:08:57, 780 ნახვა

სამართალი
„შშმ ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელი - სმენადაქვეითებულ პირთა თემში არასრულწლოვან გოგონებზე, სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროება ხდებოდა

„შშმ ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელის, დეა ერემაშვილის განცხადებით, სმენადაქვეითებულ პირთა თემში არასრულწლოვან გოგონებზე თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროება ხდებოდა.

როგორც ერემაშვილმა აღნიშნა, არასრულწლოვნებს სექსუალური ხასიათის ვიდეოების გადაღებას და გაგზავნას სთხოვდნენ და ასევე, იყო სექსუალური ძალადობის შემთხვევებიც, მათ შორის გაუპატიურების ფაქტიც.

მისივე ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციამ ფაქტის შესახებ პროკურატურას უკვე მიმართა.

"ერთ-ერთი სმენადაქვეითებული პირის „ინსტაგრამ“ გვერდზე, სმენადაქვეითებული პირები მსგავს ფაქტს განიხილავდნენ, რაც ორგანიზაციამ აღმოაჩინა. 

რამდეიმე დღეა, სოციალური ქსელის "ლაივ" ჩართვებში მიმდინარეობდა აღნიშნული თემის განხილვა, რომ არსებობდა ვიდეოები არასრულწლოვნების მონაწილეობით. აქტივისტებმა დაიწყეს კვლევა. ამ საკითხმა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია და არაერთი ალაპარაკდა ამაზე. ასაკი, როგორც ჩემთვის ცნობილია, 8 წლიდან იწყება",- აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics