|
2023-06-06 11:43:36, 881 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - კახოვკას კაშხალზე თავდასხმა აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას, საქართველო უკრაინის გვერდით დგას!
კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს,- ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას. პრეზიდენტის თქმით, საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. "კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს. საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, "ნოვა კახოვკას" კაშხალზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას! ",- წერს ზურაბიშვილი. ცნობისთვის, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდის თქმით, დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს და მაღალია სხვადასხვა ქალაქის დატბორვის რისკი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)