22:24 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 11:12:10, 578 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ლევან ხაბეიშვილი რეალობას აცდენილია

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი რეალობასაა აცდენილი, როდესაც აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების გასაღებს აღნიშნული პარტია ფლობს.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განმარტა, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია მომავალ არჩევნებში გაერთიანდება თუ არა, ქვეყანაში რადიკალიზმსა და ბოროტებას მომავალი არ აქვს.

„რამდენად სწორია ხაბეიშვილს ვუპასუხო არ ვიცი. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებებიდან იკვეთება, რომ რეალობას აცდენილია. მათზეა დამოკიდებული, რა ფორმით წარდგება ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებში - ცალ-ცალკე თუ ერთად. ერთი რამ ვიცი, ამ ქვეყანაში რადიკალიზმს, ბოროტებას მომავალი არ აქვს. ის, რაც ქვეყანაში 2012 წლამდე ხდებოდა წარსულია, რომლის შემოქმედი გახლდნენ ის პარტიები, რომლებიც ადრე ერთად იყვნენ და დღეს სხვადასხვა პარტიად არიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics