08:15 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 11:02:14, 734 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მაისში უკანონო ტყითსარგებლობის 216 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 216 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 143 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 73 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების  ფაქტებია.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, სამართალდარღვევებიდან 21 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

„უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი, 30-30 ფაქტი გამოვლენილია  შიდა ქართლსა და აჭარაში. 29 სამართალდარღვევა დაფიქსირდა კახეთში, 25 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლშიც - 25, სამცხე-ჯავახეთში - 21, იმერეთში - 20, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 19, გურიაში  - 13, მცხეთა-მთიანეთში კი, 4 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 410 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 66 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით, ამოღებულია 7 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.  

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics