|
2023-06-05 22:21:56, 1167 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის საბჭომ რუსი ოპოზიციონერის ყარა-მურზას დევნის გამო ცხრა რუსს სანქციები დაუწესა
ევროკავშირის საბჭომ სანქციები დაუწესა ცხრა რუსს, რომლებიც მონაწილეობდნენ სისხლისსამართლებრივ დევნაში და რუსი ოპოზიციონერის ვლადიმერ ყარა-მურზას უფლებების დარღვევაში. შეზღუდვები მოიცავს რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ოლეგ სვირიდენკოს, გამომძიებლებს დენის კოლესნიკოვს და ანდრეი ზადაჩინს, ANO "დამოუკიდებელ ექსპერტს" დანილა მიხეევს. სანქციების სიაში ასევე არიან ხამოვნიჩესკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დიანა მიშჩენკო, ბასმანის სასამართლოს მოსამართლე ელენა ლენსკაია, მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ილია კოზლოვი და სერგეი პოდოპრიგოროვი და SIZO-5-ის ხელმძღვანელი დიმიტრი კომნოვი. სიაში შეყვანილი პირების ქონება გაყინვას ექვემდებარება, მათ ასევე ეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა. შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს,მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუს ოპოზიციონერ აქტივისტს, პოლიტიკოსს და პუბლიცისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად რუსული არმიის დისკრედიტაცია, რუსეთში არასასურველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და სახელმწიფოს ღალატი დასდეს .
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)