22:25 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-05 18:27:01, 788 ნახვა

პოლიტიკა
ბუნდესტაგის დეპუტატი ღარიბაშვილზე - გაუგებარია, რატომ იმეორებს რუსულ ნარატივს, როდესაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ცდილობს

მე ძალიან გამაღიზიანა თქვენი პრემიერ-მინისტრის განცხადებებმა უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომლებიც ძალიან ჰგავდა რუსულ ნარატივს, - ამის შესახებ  საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა, მიხაელ როტიმ განაცხადა.

როგორც როტიმ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რატომ იმეორებს იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რუსულ ნარატივს, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ცდილობს.

"მე ძალიან გამაღიზიანა თქვენი პრემიერმინისტრის განცხადებებმა უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომლებიც ძალიან ჰგავდა რუსულ ნარატივს. არ მესმის, რატომ უნდა იმეორებდეს ასეთ პროპაგანდას იმ ქვეყნის მთავრობის მეთაური, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ცდილობს. უკრაინაში ომი რუსული იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის ბრალია და არა იმის ბრალი, რომ უკრაინამ და საქართველომ ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანება მოინდომეს. 2008 წელს რუსეთმა თქვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციაც მოახდინა. ეს არ მომხდარა იმის გამო, რომ დასავლეთმა რუსეთის პროვოცირება მოახდინა. ეს არის რუსული პროპაგანდა, რომელიც სამწუხაროდ გერმანიაშიც საკმაოდ გავრცელებულია", - განაცხადა მიხაელ როტიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ვიზიტით იმყოფება გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი,  მიხაელ როტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics