|
2023-06-05 16:32:43, 675 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე სააკაშვილზე - როდესაც შესაბამისი სამედიცინო პირობები დადგება, გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში
როდესაც შესაბამისი სამედიცინო პირობები დადგება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, უწყებას კლინიკა "ვივამედთან" ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიური კონტაქტი აქვს. "ზოგადად, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა არ არის საფრთხე, როდესაც ადამიანი არის მსჯავრდებული პატიმარი. შესაბამისი პირობები როდესაც დადგება, ის გადაყვანილი იქნება. ეს საფრთხე არ არის პატიმრის შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს რეგულარული კონტაქტი „ვივამედის“ სამედიცინო პერსონალთან. ბუნებრივია, ყოველდღიურ რეჟიმში ვიგებთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და როგორც მოგახსენეთ, როგორც კი იქნება შესაბამისი პირობები, ვგულისხმობ სამედიცინო პირობებს, რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი“,- განაცხადა ბრეგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)