|
2023-06-05 12:58:59, 671 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - მონათლო კადიროველებად და დააბრალო, რომ დივერსიული მიზნებით შემოვიდნენ, არასწორია
მონათლო კადიროველებად და დააბრალო ის, რომ შემოვიდნენ დივერსიული, კონსპირაციული მიზნებით, არასწორია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჩეჩნეთიდან ჩამოსულ პირებთან დაკავშირებით განაცხადა. ვოლსკის თქმით, შექმნილ ვითარებაში ყველა სტუმარი შეიძლება არ იყოს ადამიანებისთვის, საზოგადოებისთვის მისაღები ან ყველა სტუმართან დაკავშირებით კითხვები არ არსებობდეს. "შექმნილ ვითარებაში ყველა სტუმარი შეიძლება არ იყოს ადამიანებისთვის, საზოგადოებისთვის მისაღები ან ყველა სტუმართან დაკავშირებით კითხვები არ არსებობდეს. ეგეთი არ არის შემთხვევა. გროზნოს ყოფილი მერი, გადაყენებული, ბიზნესმენი, რომელსაც გარკვეული ფულადი რესურსი გააჩნია, მონათლო კადიროველებად და დააბრალო ის, რომ შემოვიდნენ დივერსიული, კონსპირაციული მიზნებით, არასწორია",- განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში 3 ივნისს გავრცელდა საქართველოში რუსული ესკორტის გადაადგილების კადრები, რომელთა მიხედვითაც საქართველოში, სავარაუდოდ, ჩეჩენი ბიზნესმენი ასლანბეკ ახმეტხანოვი და მისი წრე იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)