|
2023-06-05 12:40:55, 737 ნახვა
რუსეთის ფიგურული ციგურების ფედერაციამ დევისს და სმოლკინის საქართველოში ასპარეზობის უფლება მისცა
რუსეთის ფიგურული ციგურების ფედერაციამ ყინულის ცეკვაში მოასპარეზე დიანა დევისსა და გლებ სმოლკინს საქართველოს ნაკრებში შესვლის უფლება მისცა. რუსი მოციგურავეების ახალ სტატუსში დაშვების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საერთაშორისო ფედერაციამ (ISU) უნდა მიიღოს. აღსანიშნავია, რომ ეს შესაძლოა მომავალ კვირას მოხდეს. ISU-ს წესების თანახმად, სპორტული მოქალაქეობის შესაცვლელად რუსმა მოციგურავეებმა უნდა იცხოვრონ ახალ ქვეყანაში ერთი წელი და ასევე არ იასპარეზეონ რუსეთისთვის. წყვილი დევისი და სმოლკინი წარმოადგენდნენ რუსეთს 2022 წლის თებერვალში პეკინში გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც მათ მე-14 ადგილი დაიკავეს. მას შემდეგ მათ ეროვნულ ნაკრებში აღარ უთამაშიათ. დიანა დევისი რუსი ფიგურული სრიალის მწვრთნელის, ეთერი თუთბერიძის ქალიშვილია, რომელიც ავარჯიშებდა ოლიმპიურ ჩემპიონებს იულია ლიპნიცკაიას, ალინა ზაგიტოვას, ანა შჩერბაკოვას და კამილა ვალიევას. ბოლო რვა წლის განმავლობაში, რუსეთის ჩემპიონატის ყველა გამარჯვებული ქალთა ერთეულში, თუთბერიძის სამწვრთნელო შტაბის მოსწავლე იყო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და ბევრმა სპორტულმა ასოციაციამ სანქციები დაუწესეს რუსეთსა და ბელორუსს. ამ ქვეყნებიდან სპორტსმენებს მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობის უფლება აქვთ, ზოგიერთს კი საერთოდ არ ეძლევა უფლება. ამასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ დიდ საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა შეძლონ, ათეულობით რუსმა სპორტსმენმა მოქალაქეობა შეიცვალა. მათ შორის არიან ევროპის სამგზის ჩემპიონი ცურვაში ანასტასია კირპიჩნიკოვა, მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ალექსანდრა კოსტენიუკი, დიდი საერთაშორისო შეჯიბრებების გამარჯვებული ველოსიპედისტი პაველ სივაკოვი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)