08:14 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-04 16:48:36, 791 ნახვა

სამართალი
2 ივნისს დაკავებული ორი აქტივისტი დუშეთის იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

2 ივნისის აქციაზე დაკავებული აქტივისტები ლევან ნიშნიანიძე და ლაშა ჯანჯღავა დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ადვოკატის განცხადებით, სასამართლო პროცესი, რომელიც ელოდნენ, რომ დღეს ჩატარდებოდა, სავარაუდოდ გადაიდება.

თელავის და გურჯაანის იზოლატორებში რჩებიან დანარჩენი დაკავებულები, რომელთა შორის არიან უფლებადამცველები ედუარდ მარიკაშვილი, ნიკა რომანაძე და საბა ბრაჭველი.

2 ივნისს პარლამენტთან აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო 7 მოქალაქე დააკავა. ამ ბანერებზე ძირითადად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები, ზოგიერთი მოქალაქე კი ცარიელი ბანერით იდგა. დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

ადვოკატი ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ გამოიყენა შსს-მ დაკავების გახანგრძლივებული, 48-საათიანი ვადა თუ აქტივისტების გაშვება ხელწერილის საფუძველზე იყო შესაძლებელი.

"როგორც გვაცნობეს, დუშეთის იზოლატორში რომ ჰყავდათ 2 დაკავებული ხელწერილით გაათავისუფლეს. ჩვენთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ თუ აპირებდნენ ხელწერილით გათავისუფლებას რატომ გამოიყენეს 48-საათიანი პატიმრობის ვადა? ველოდით, რომ დღეს იქნებოდა პროცესი, როგორც ჩანს პროცესი გადაიდება. როცა შემოიტანენ სასამართლოში საქმეს მაშინ დაინიშნება სასამართლოს სხდომა. თუმცა ჩვენთვის ნამდვილად გაუგებარია, რომ თუკი ადამიანი შესაძლებელია, რომ გაუშვა ხელწერილით რატომ გყავს პატიმრობაში, რატომ გაქვს გამოყენებული უკიდურესი ფორმა - პატიმრობა და რატომ გყავს დაკავებული. ჩვენთვის ეს ამოუხსნელია ნამდვილად." - აცხადებს ადვოკატი ეკა ქობესაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics