08:40 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-03 17:02:02, 918 ნახვა

მსოფლიო
BBC - ინდონეზიამ უკრაინასთან დაკავშირებით თავისი სამშვიდობო გეგმა წარადგინა

ინდონეზიამ უკრაინასთან დაკავშირებით თავისი სამშვიდობო გეგმა წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც ინდონეზიის თავდაცვის მინისტრმა, პრაბოვო სუბიანტომ განაცხადა, სამშვიდობო გეგმის მთავარი პუნქტებია: ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, სამშვიდობო ძალების კონტროლქვეშ დემილიტარიზებული ზონის შექმნა და გაერო-ს ეგიდით ახალი რეფერენდუმების გამართვა „სადავო ტერიტორიებზე“.

როგორც გამოცემა წერს, დემილიტარიზებული ზონის შესაქმნელად, ინდოეთი თითოეულ მხარეს სთავაზობს 15 კილომეტრით უკან დახევას კონტაქტის ხაზიდან და აღნიშნულ ზონაზე საერთაშორისო კონტროლის დამყარებას.

გარდა ამისა, ინდონეზიის თავდაცვის მინისტრის თქმით, აუცილებელია რუსეთის კონტროლქვეშ არსებული რეგიონების მაცხოვრებლების სურვილების „ობიექტურად ჩამოყალიბება“.

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული მშვიდობით, რომლის პირობაც უკრაინის ტერიტორიების დაკარგვა იქნება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics