00:48 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-03 12:23:18, 861 ნახვა

საზოგადოება
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს კიბერუსაფრთხოების აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, კიბერუსაფრთხოებისვის განკუთვნილი თანამედროვე აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფა გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღჭურვილობის გადმოცემა პროექტის - „ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ - ფარგლებში განხორციელდა, რომელიც “ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)” ინიციატივის ნაწილია.

"აღჭურვილობის გადმოცემის ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - თეიმურაზ კუპატაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე - კატალინ გერმანი და და UNOPS -ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კიბერდანაშაულთან ბრძოლისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფა აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის სწრაფი იდენტიფიცირების, მტკიცებულებების შეგროვების და ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. თანამედროვე აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კიბერდანაშაულის გამოძიების შესაძლებლობებს, რაც თავის მხრივ, დანაშაულის გამოვლენასა და აღკვეთას შეუწყობს ხელს.

ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას. აღნიშნული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2020 წლიდან მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას",- აღნისნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics