|
2023-06-03 12:16:54, 1012 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მოადგილემ მმართველთა კომიტეტის მეოთხე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” - მმართველთა კომიტეტის მეოთხე შეხვედრაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტი “ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)” - ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. "შეხვედრის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორი უწყებების მიერ, პროექტის ფარგლებში გაწეული ტექნიკური დახმარება და მიღწეული შედეგები განიხილეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების ხელმძღვანელის მოადგილემ - კატალინ გერმანმა, და „UNOPS”-ის წარმომადგენელმა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში გადმოცემული სხვადასხვა სახის აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქართველ სამართალდამცავთა შესაძლებლობებს ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით როგორიცაა: კიბერ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება, საზღვრის ინტეგრირებული მართვა, საგზაო უსაფრთოხება და სხვა. აღნიშნულ პროექტს გაეროს პროექტების მომსახურების ოფისი (UNOPS) 2020 წლიდან ახორციელებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ქვეყნის უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა, როგორც თანამედროვე აღჭურვილობის, მაღალ-ტექნოლოგიური პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის მიწოდებით, ისე საგანგებო და კატასტროფებზე რეაგირების ორგანოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებით",- აღნიშნულია ინფორმაციაში
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)