15:51 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-03 11:24:12, 914 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გადასცა.

„თავდაცვის ძალების მეთაურმა კაპრალ ზურა ლაფაჩს, უმცროს სერჟანტ ივანე გუგუმბერიძეს,სერჟანტ ზურაბ ბენდელიანს, ლეიტენანტ ლევან კამლაძეს და უფროს ლეიტენანტ ლაშა აბრამოვს მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატება უსურვა.

საუკეთესო სამხედროების შერჩევა კვარტალში ერთხელ, სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის - დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ხორციელდება. პროექტის მიზანია, სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics