08:41 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-03 11:13:51, 1042 ნახვა

მსოფლიო
ინდოეთში სარკინიგზო ავარიას, სულ მცირე, 288 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1000-ზე მეტი დაშავდა

ინდოეთის ოდიშის შტატის ქალაქ ბალასორში ორი სამგზავრო და ერთი სატვირთო მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 288 ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ამასთან, სავარაუდოა, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს, ვინაიდან გადაბრუნებული ვაგონების ქვეშ უამრავი ადამიანია მოყოლილი.

ოდიშას სახანძრო დეპარტამენტის უფროსი სუდანშუ სარანგიმ Associated Press-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ გასულ ღამეს მაშველებმა, სულ მცირე, 280 ცხედარი ამოიყვანეს.

მისი თქმით, 800-ზე მეტი ადამიანი სხვადასხვა დაზიანებითაა ჰოსპიტალიზებული. ამასთან, ბევრ მათგანს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნება.

"საღამოს ათი საათისთვის ჩვენ შევძელით გადარჩენილების ამოყვანა. ამის შემდეგ უკვე საუბარი იყო მხოლოდ გვამების ამოყვანაზე. ეს ძალიან, ძალიან ტრაგიკულია, ჩემს პროფესიაში მსგავსი არაფერი მინახავს",- განაცხადა სარანგიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ინდოეთის ქალაქ ბალასორში ავარია მოხდა, რომელშიც ორი სამგზავრო და ერთი სატვირთო მატარებელი მონაწილეობდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics