23:34 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-03 03:14:57, 1003 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების დაკავებას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. ის შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაუშვებელია უხეში ფორმით, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და უფლებადამცველთა დაკავების ფაქტებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა.

ასევე, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ან/და ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია. აღნიშნული სტანდარტის დაცვის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. ამდენად, დაუშვებელია სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, სამართალდამცავთა მიერ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა", - აცხადებს ომბუდსმენის აპარატი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics