15:50 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-02 13:56:47, 741 ნახვა

საზოგადოება
„გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის საკითხები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მასში შემავალი შესაბამისი უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის საკითხები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობთ, სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა, რომელიც იქნება აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების სახელმძღვანელო დოკუმენტი, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) პრინციპების შესაბამისად, მოიცავს თევზების, ამფიბიების, ქვეწარმავლების, ფრინველების, ძუძუმწოვრების და უმაღლეს მცენარეთა შესაბამისი სახეობების შერჩევას.

„სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის მოსამზადებლად, შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები და რეკომენდაციები გამოთქვეს სახეობების შერჩევის და პრიორიტეტიზაციის მეთოდიკასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით.

პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით, 2021 წლიდან ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics